მისივე თქმით, ამ ყველაფრის მიზანი არის ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა.
პრეზიდენტმა მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა:
"ძალიან მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. ბევრი კითხვა გაისმა ამ მიღების შესახებ და მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ თემაზე, რომ ასეთი ტიპის მიღება მგონი არის ძალიან ჩვეულებრივი პრეზიდენტისთვის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. მომავალ დღეებში მექნება სხვა ღონისძიებები სამხედრო ხელმძღვანელებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რადგან გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, დღეს საშუალება არ გვეძლევა, რომ ყველა ერთად მოვიწვიოთ. ამიტომ, ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა.
მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ამავე დროს, არ დავმალავ, რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს რაღაცა ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს. ამით არაფერი ისეთი ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ეს ერთად დგომა, მგონი, პოზიტივი არის და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის დღეს უკვე ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა, გააჩერა ჩვენი ქვეყანა.
პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამდენად, ამ პროცესის დაწყება მგონია, რომ არის დროული. ერთი მხრივ იმიტომ, რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის უკვე ზრდასრული და დროა, გამოვიდეთ ამ რაღაცა ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ ახალ პოლიტიკაზე", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
(Report)
