ნინო კობახიძე, ლევან რატიანი და ავთანდილ თალაკვაძე, - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება.
ლევან რატიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორია, ნინო კობახიძე ამჟამად სადაზღვეო ბიზნესშია, იქამდე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რაც შეეხება ავთანდილ თალაკვაძეს, ის არჩილ თალაკვაძის ძმაა, ამჟამად ოზურგეთის მერია, იქამდე კი ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.
