თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისინფორმაციით, არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, თუმცა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს.
"უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმ-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს",- განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.
მოკლული მოზარდის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, სან-ზონაში 17 წლის მოზარდი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, სანზონაში არასრულწლოვანი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
(Report)
