დღეს, 19:00 საათზე, პარტია „ლელო“ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს სახელწოდებით „ოცნება კლავს“.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აქციის მიზეზია საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაღალი რიცხვი, რის პასუხისმგებლობასაც ოპოზიციური პარტია მმართველ ძალას აკისრებს.
„ლელო“-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ვითარების შესაცვლელად და ადამიანთა გადასარჩენად.
პარტიის მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ საპროტესტო აქციას სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაცია შეუერთდება.
.jpg)