"მე მინდა პირველ რიგში მივესალმო გარეთ მყოფ ადამიანებს და მივესალმო ჩვენს საზოგადოებას.
მე მინდა დაგისვათ კითხვა. ჩამოსვლის შემდეგ, ტყვედ აყვანის წინ მე რამდენიმე დღე ვიარე საქართველოში, მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, არის ძალიან გაუბედურებული.
მე მინდა გითხრათ ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყსი სიამაყის განცდა, არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა, განვითარების განცდა, სიყვარული და სითბო, არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი?
და თუ მოგენატრათ, მაშინ ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ.
მე მინდა განვამრტო, რატომ ვარ დღეს ამ დარბაზში და რატომ ვარ საქართველოში. თქვენ იცით, რომ მე ვარ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, იმ საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვიურად იკრიბება და რომელშიც შედიან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, სპიკერი პარლამენტის, გენერალური პროკურორი და რომელიც დაკავებულია იმით, რომ ამზადებს უკრაინისთვის აუცილებელ რეფორმებს, ჩემი მომზადებული რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მიიღო უმაღლესმა რადამ. მე უკრაინაში მეკავა ძალიან მაღალი პოზიცია და "იფსოსის" გამოკვლევით ვიყავი პირველ ადგილზე, თუ ვის ისურვებდნენ პრემიერ-მინისტრად და ორჯერ მაქვს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნათქვამი უარი პოროშენკოს დროს.
არ ვყოფილვარ არსად ასე კარგად, როგორც ვიყავი უკრაინაში. უკრაინაში მაქვს სახლიც, კარიც, მაღალი ხელფასიც, პატივისცემაც, მთელ მსოფლიოში ვკითხულობდი ლექციებს... ყველა ამ ლექციაში მიხდიან ფულს. ეს ყველაფერი მე გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით და ჩამოვედი საქართველოში, სადაც ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლებოდა გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს უქნეს ზვიად გამსახურდიას, ან დილეგში ჩავესვი, საიდანაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური. ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე. რამ უნდა აიძულოს ადამიანი, რომ ყველა ზემოდხსენებული, ფუფუნება, თანამდებობა, პატივისცემა გადადოს გვერდზე და გადაეშვას იმ მორევში, საიდანაც ცოცხლად გამოსვლის შანსი არის მინიმალური.
ყველაფერზე მეტი, რაც მე მამომძრავებს და მიზეზი, თუ რატომ ვარ აქ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე მართლაც მიყვარს უკრაინა, გიჟვით მიყვარს საქართველო, სადაც მე გავიზარდე ძალიან მოყვარულ ოჯახში, ბებიაჩემი მზია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და გასაგები მიზეზების გამო ვერ მოვასწარი მისი გაცილება." - ამბობს სააკაშვილი.
