"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, საკმაოდ მარტივი სცენარია და კლინიკაში მისი გადაყვანის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ როგორც კი მოხდებოდა სააკაშვილის გადაყვანა სხვა საავადყოფოში ციხის გარეთ, მაშინვე დაიწყებოდა საუბარი მის გათავისუფლებაზე, რაც ძალიან მარტივი სცენარია. ადამიანს როდესაც აქვს შეფარდებული 6-წლიანი სასჯელი, მაშინ მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.
Report ge
