"არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე უარის თქმისთვის არ არსებობს, შესაბამისად, ველოდებით, რაციონალურ პასუხს შეთავაზებაზე", – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო თვალსაზრისით გორის ჰოსპიტალი სრულად აღჭურვილია.
"გორის ჰოსპიტალში უსაფრთხოების სტანდარტები ბევრად უფრო მაღალია, თუ ვინმეს პატიმრის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნვა, ამის საუკეთესო საშუალებას გორის ჰოსპიტალი იძლევა", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
