პენიტენციური სამსახურის ცნობით, საკითხზე ექიმი რეანიმატოლოგი მედიისთვის კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.
"მიხეილ სააკაშვილთან ამწუთებში მისი ადვოკატი ნიკა გვარამია იმყოფება", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
მოგვიანებით, ადვოკატმა მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ კომუნიკაცია აქვთ სახალხო დამცველთან და პენიტენციურისგან მიწოდებული ინფორმაციით, მდგომარეობა დასტაბილურდა.
İpn.ge
