interpress.ge აცხადებს, რომ ეს სოფელი არის ნოივა დე კორდეირო. (Noiva do Cordeiro)
600 კაციანი სოფელი სამხრეთ- აღმოსავლეთ ბრაზილიაში მდებარეობს. სოფელი მხოლოდ ქალებისთვისაა, მაგრამ კაცები იშვიათად ჩანს. მიზეზი, რის გამოც კაცები იქ არ ცხოვრობენ, ქალების მიერ დადგენილი აკრძალული წესებია, ამიტომ მამაკაცებს სხვა დასახლებაში უწევთ ცხოვრება. კაცებს სოფელში მხოლოს კვირაობით ეშვებიან, 18 წელზე უფროსი ასაკის ბიჭებმა კი სოფელი დატოვეს. ქალები ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებენ: მუშაობენ, სწავლობენ, უვლიან ბავშვებს და მოგზაურობენ ქალაქებში. მათი ერთადერთი პრობლემა ოჯახური ცხოვრების აშენებაა. სოფლის ქალებს უყვართ თავიანთი უბნები, მაგრამ კარგად იციან, რომ უნდა მიეჩვიონ კაცების გარეშე ცხოვრებას.. ასე რომ თუ გათხოვდნენ, მეუღლეებსაც უწევთ სოფლის დატოვება.
სოფლის ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა:- 1991 წელს მარია სენიორია იძულებით დაქორწინდა მამაკაცზე და მოგვიანებით მიატოვა. მოგვიანებით კატოლიკურმა ეკლესიამ მარია სენიორინა გააძევა ეკლესიიდან. სოფლის ისტორია აქედან იწყება, ამ ძლევამოსილმა ქალმა ააშენა სოფელი, სადაც მხოლოდ ქალებს შეუძლიათ ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის დამაარსებელი 1995 წელს გარდაიცვალა, მისი ტრადიციები სოფელში არ შეცვლილა. სოფელს აქვს რეტორანი, პატარა საავადმყოფო, 2 აფთიაქი, სკოლა და 3 ობიექტი.
