interpress.ge აცხადებს, რომ ორ საელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 18 ნოემბერს.
1995 წლის თებერვალში ბაქოში საქართველოს, ხოლო 1996 წლის მარტში თბილისში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა.
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი გასული წლის ოქტომბრიდან ფაიგ გულიევია, 2018 წლიდან კი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძეა.
აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო ბათუმში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მას გენერალური კონსული ფარიზ ისმაილზადე ხელმძღვანელობს.
ნიკილოზ იაშვილი არის საქართველოს გენერალური კონსსული აზერბაიჯანში, განჯაში. გენერალური საკონსულო 2013 წელს დაარსდა.
მომავალ წელს ორივე სახელმწფოში დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით განცხადებში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სააქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს ქვეყანასთან. აღინიშნა, რომ ორმხრივი ვიზიტების დინამიკა აქტიურია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე.
აზერბაიჯანთან სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებას და ეს დოკუმენტები არეგულირებს თანამშრომლობის პრაკტიკულად ყველა სფეროს.
ასევე, აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, აზერბაიჯანი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორი და აზერბაიჯანული კომპანიები დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში.
