აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით მიმავალ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაციის სრული კურსი (ორი დოზა, Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა), ესაჭიროებათ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ნებართვა.
დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (Johnson&Johnson), Sinopharm, Sinovac და Sputnik V.
საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს), ასევე, კოვიდ-პასპორტი ან გამოჯანმრთელების ცნობა.
კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:
კოვიდვაქცინის გარეშე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კერძო ან საქმიანი ვიზიტით საჰაერო გზით გამგზავრების უფლება აქვს მხოლოდ ქვემოთ მითითებულ კატეგორიას, წინასწარი ნებართვის გარეშე: აზერბაიჯანში მუშაობის/ბინადრობის მოწმობის მქონე პირები; აზერბაიჯანის მოქალაქის ოჯახის წევრები(მეუღლე, შვილი, მშობელი).
საზღვრის კვეთისას მოქალაქემ უნდა წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს).
ტრანზიტით გავლის პირობები:
აზერბაიჯანის ტერიტორიის ტრანზიტით გავლისათვის, მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს საბოლოო დანიშნულების ქვეყნის მოთხოვნები, ასევე, წარადგინოს გამგზავრებამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (არ ეხება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს).
