„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, როგორც არ ჰქონდათ სათანადო მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაშიც, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„პოლიტიკაში როგორც საარჩევნოს, ასევე ქუჩის წარმატებას სჭირდება ერთი რამ - ხალხის მხარდაჭერა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ამას ახლა თვითონაც ხედავენ, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხი არ გამოდის ქუჩაში. როგორც არ ჰქონდათ სათანადო მუხტი არჩევნებზე, ასევე არ აქვთ მუხტი ქუჩაშიც. აქედან გამომდინარე, ისინი გადადიან რადიკალურ ნაბიჯებზე. მათ და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და პრაქტიკულად ვიმეორებ სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების, რომელსაც ის უკვე კვირაზე მეტია არ ასრულებს, რომ შეწყვიტოს დესტრუქცია, შიმშლობა, დაასვენოს ეს ქვეყანა და მე მგონი თვითონაც დაისვენებს მინიმუმ 6 წელი, რაც ის ციხეში იჯდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
(imedi)
