InterPress.ge-ს ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს.
აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არერთი ინციდენტის შემდეგ განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება. შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით კონტაქტები გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
