"შექმნილ სიტუაციაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 ნოემბერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
საუბრისას შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო. სასაზღვრო ინციდენტებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიმართვის საპასუხოდ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხურმა მხარემ არაერთხელ მიმართა სამხედრო პროვოკაციებს შუშას, ლაჩინისა და ქალბაჯარის მიმართულებით და სომხების მხრიდან ბოლო მასშტაბური თავდასხმა დღეს მოხდა.
ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ჰყავს დაჭრილი სამხედროები, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის პროვოკაციებს ადეკვატური რეაგირება მოჰყვა.
