"ბოლო დღეებში სომხეთის მხრიდან იყო მიზანმიმართული პროვოკაციები. ეს სომხეთის ხელმძღვანელობის მორიგი სამხედრო ავანტიურაა".
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
"სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის უკანონო ვიზიტი რუსი სამშვიდობოების მიერ დროებით კონტროლირებად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იქ სამხედრო შეხვედრების გამართვა, სომხეთის შეიარაღებული ძალების 60-მდე პერსონალის შეკრება აზერბაიჯანის არმიის პოზიციებისკენ მიმავალ გზაზე ლაჩინის რაიონში, ასევე სომხური არმიის ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მიმართ ინტენსიური სროლა აჩვენებს, რომ სომხური მხარე მიზანმიმართულად ამძიმებს სიტუაციას.
ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთი არ არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით, ასევე აზერბაიჯანთან საზღვრების დელიმიტაციით. ხაზს ვუსვამთ, რომ რეგიონში დაძაბულობა სომხეთის მორიგი სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაციაა. ამჟამინდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა უშუალოდ სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, - აცხადებენ სამინისტროში.
