გამყრელიძის თქმით, ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.
"მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მესამე პრეზიდენტს, 90-ანი წლებიდან... ახლო ურთიეწრთობა მაქვს მის ოჯახთანაც, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობ მის მამასთან, ასევე დედასთან [...] ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ ის გახდა პაციენტი, მე ექიმი ვარ და ჩვენთვის, როცა ჰიპოკრატეს ფიცს ვდებთ, პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თანამდებობის, დაბალი, ჩვენ არ ვანსხვავებთ. ექიმის მოვლაოებაა პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.
მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, ის პერიოდია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია", - თქვა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. ის ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს
