კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული, ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“

45
გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული, ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“
მოსასმენად დააჭირეთ

“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული და ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა “პოლიტიკურ დღის წესრიგზე იტივტივოს”.

“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა პროტესტთან არაა დაკავშირებული და ეს სპეკულაციაა, რათა მან და მისმა გუნდმა “პოლიტიკურ დღის წესრიგზე იტივტივოს”.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, არ არსებობს პროფესიული დასკვნა, რომ სააკაშვილს რომელიმე სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რომელსაც მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ მიიღებს.

“დღემდე არ არსებობს ექიმთა პროფესიული დასკვნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს რომელიმე სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ასევე პროფესიული დასკვნა, რომ ასეთი მომსახურება არ არის მე-18 დაწესებულებაში. შესაბამისად, ცხადია, პოლიტიკურ სპეკულაციებს ემსგავსება ის, რომ თითქოს ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა პროტესტთან არის დაკავშირებული. ეს ასე არ არის. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგზე „იტივტივოს“ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მოშიმშილე დეპუტატებს, მაჭარაშვილის განცხადებით, მათ პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ და შიმშილობას და გზების გადაკეტვას მიმართავენ.

კითხვაზე, “შიმშილობას უფრო მეტი რესურსი სჭირდება, თუ პარლამენტში დებატებს”, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ “შიმშილობა არავითარი საქმე არ არის”.

“სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ორგანოში დეპუტატები მთავარ ფუნქციად მიიჩნევენ იმას, რომ შიმშილობა დაიწყონ, რათა სხვამ შეწყვიტოს შიმშილობა, ეს პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია. მთავარ პოლიტიკურ ორგანოში, მითუმეტეს, როდესაც საპარლამენტო ოპოზიცია ხარ, მთავარი ფუნქცია ისაა, რომ ხელისუფლებას ოპონირება უნდა გაუწიო და საპარლამენტო ბერკეტები გამოიყენო. მაგრამ ამ მოშიმშილე დეპუტატებისგან რომელს ჰქონდა პოლიტიკური დებატები?!”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

შეაფასეთ
სტატიის ავტორიInterPress

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →