უკრაინის უმაღლესი რადას კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლუდმილა დენისოვა 16 ნოემბერს, გლდანის №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ომბუდსმენი გეგმავს შეამოწმოს, რამდენადაა დაცულიმიხილ საკაშვილის უფლებები, ასევე მისი პატიმრობის პირობები და სამედიცინო მომსახურების ხარისხი.
ლუდმილა დენისოვა პრესისთვის კომენტარს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს.
