აქცია-პერფორმანსის მონაწილეები N18 პენიტენციურ დაწესებულებასთან შემდეგი შინაარსის პლაკატებით მივიდნენ: "აქ ისევ აწამებენ"; "აქ ისევ ძალადობენ"; "აქ ისევ კლავენ"; "აქ ისევ არიან ჯალათები".
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ე.წ. გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.
İpn.ge
