"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განმარტებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ საკუთარი პარტიის სხვა მოშიმშილე წევრებსაც
"ვუერთდებით პროტესტის უკიდურეს ფორმას, რასაც ჰქვია შიმშილობა. დღეს ჩვენ შიმშილობას ვიწყებთ საკრებულოს 6 წევრი და პროტესტის ამ ფორმას გავაგრძელებთ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი არ იქნება მრავალფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში",- თქვა ნანა შატბერაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს შიმშილობა გამოაცხადა ზუგდიდის საკრებულოს 5-მა წევრმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.
Report.ge
