კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება

19
ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება
მოსასმენად დააჭირეთ

დღეს კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 3700 შემთხვევაა, ეს რიცხვი გუშინდელთან და კვირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა, თუმცა ტესტების რაოდენობა საკმარისი იყო და ეს ციფრი მაინც მაღალია. რაც მთავარია…

დღეს კორონავირუსით ინფიცირების დაახლოებით 3700 შემთხვევაა, ეს რიცხვი გუშინდელთან და კვირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა, თუმცა ტესტების რაოდენობა საკმარისი იყო და ეს ციფრი მაინც მაღალია. რაც მთავარია, დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებთ 10%-ის ფარგლებში მერყეობს როგორც ყოველდღიური, ისე ბოლო 7 და 14 დღის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კლება ასევე განპირობებულია „შაბათის სინდრომით“, რაც მოსახლეობის მხრიდან შაბათ დღეს ნაკლებ მიმართვიანობას გულისხმობს.

„ბოლო 2-3 კვირა ჩვენ ეპიდემიის მაღალ ნიშნულზე ვიმყოფებით. ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. განსაკუთრებით რთულია ყველაზე უფრო მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რომელიც ბოლო 7 დღის განმავლობაში 70-ს ქვემოთ არ ჩამოსულა. დღეს ამ მაჩვენებელმა უკვე 80-ს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია. ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე არ გამორიცხა ახალი საველე ჰოსპიტლების შესაძლო დამატება.

„ჯერჯერობით 7 000-მდე პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით ეს ძალიან დიდი დატვირთვაა სამედიცინო სექტორზე. ძალიან გადაღლილია მედპერსონალი, თუმცა ჯერჯერობით 8000 საწოლამდე მობილიზებულია და რესურსი არის. თუ დაახლოებით ამ ტემპით განვითარდა ეპიდსიტუაცია, როდესაც ყოველდღიურად ჩვენ 4000-5000 ახალი შემთხვევა გვაქვს და პერიოდულად შემთხვევათა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, მაშინ შეიძლება დადგეს ახალი საველე ჰოსპიტლების დამატების საკითხი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გართულებული ეპიდვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის საყოველთაო ვაქცინაცია.

„აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია და საზოგადოებამ ეს უნდა გაითავისოს. ეპიდსიტუაციის გაუარესებას და განსაკუთრებით სიკვდილიანობას შეაჩერებს მხოლოდ ერთი რამ - ეს არის მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია. ამ ეტაპზე ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის საკმარისი. ჩვენ სულ მცირე ყოველდღიურად 15 000- 20 000 აცრა გვჭირდება, რათა წლის ბოლოსთვის გარკვეული შემაკავებელი ეფექტი ვიგრძნოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას, რომ მივიდნენ აცრის პუნქტებში და აიცრან. ამ პროცესს მხოლოდ აცრები შეაჩერებს. ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი რაოდენობა გვაქვს და მოსახლეობას შეუძლია აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

(ipn)

 

 

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →