აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია 1995 წლის 12 ნოემბერს მიიღეს.
1918–1920 წლებში სულ 23 თვის განმავლობაში არსებულმა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვერ მოასწრო შეემუშავებინა და მიეღო სახელმწიფოს ძირითადი კანონი. ამიტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური შენება იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ქვეყანა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შედიოდა.
აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 19 მაისს მიიღეს სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების I ყრილობაზე. აზერბაიჯანის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც შეესაბამებოდა სსრკ–ის 1921 წლის კონსტიტუციას, 1925 წლის 14 მარტს მიიღეს სრულიად აზერბაიჯანის საბჭოების IV ყრილობაზე. 1978 წლის 21 აპრილს მიღებული ბოლო საბჭოთა კონსტიტუცია ასევე შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას.
აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ დადგა ქვეყნის ძირითადი კანონის მიღების აუცილებლობა. ამისათვის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და დოკუმენტის პროექტი საერთო სახალხო განხილვაზე გაიტანეს. რეფერენდუმზე აზერბაიჯანის მოსახლეობამ მოიწონა ახალი დოკუმენტი და 1995 წლის 12 ნოემბერს ქვეყანამ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
.jpg)