კალიფორნიის წყლის რესურსების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შტატის ბიუჯეტში წყლის პროექტისთვის მომავალ თვეში თანხები აღარ არის. გვალვის გაგრძელების შემთხვევაში, შტატი მხოლოდ იმ რაოდენობის წყლის უზრუნველყოფას შეძლებს, რაც „აუცილებლად ჩაითვლება კალიფორნიელების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად“.
ამასთან დაკავშირებით რეგიონის მოსახლეობას წყლის დაზოგვისკენ მოუწოდეს.
