როგორც იოსელიანმა განმარტა, კანონმდებლობა ორ შემთხვევას ითვალისწინებს, როცა მსჯავრდებული შეიძლება სხდომას არ ესწრებოდეს - ეს არის ის ვითარება, როცა თავად ამბობს უარს სხდომაზე დასწრებაზე, ან სასამართლოს მიერ არის გაძევებული.
"არც ერთ და არც მეორე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. სააკაშვილმა დისტანციურ სხდომაზე უარი განაცხადა. ყველა პირობა არსებობდა, რომ სხდომაზე ყოფილიყო და სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო როგორც სხდომაზე მისი დასწრება, ასევე მისი დაცვა მისი მხარდამჭერების აქციისგან. საპირისპირო რომ მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი, როგორც მსჯავრდებულის უფლება დაირღვა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სხდომაზე არსებითად არ განიხილებოდა მისი არც ერთი საქმე, განიხილებოდა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი, რაც ფორმალური ხასიათის იყო", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
