აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და გარკვეული დროის განმავლობაში ავტომობილებს სრულფასოვნად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
აქციაზე ცოტა ხნის წინ რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ისინი სუს-ის შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ.
ოპოზიცია 4 ლოკაციაზე აქციებს მართავს. აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელის დავალებით ხდება მოქალაქეების უკანონო მიყურადება.
(report)
