როგორც იასკო ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან პირადი ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ შესულა.
"მე დარწმუნებული, რომ ეს არაა უსაფრთხო ადგილი. მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ აქ და როგორ მოიყვანეს აქ ძალის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა უფლების დარღვევა. ყველა პატიმრის ასე დამცირებას არ ცდილობენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია", - თქვა იასკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
(Report)
