საქართველოს მოქალაქეების ნება, რასაც გულისხმობს თავისუფალი არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მასობრივი პროტესტით იქნება მიღწეული, რაც შეეხება ახლა მთავარ საკითხს - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადასარჩენია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, დეკანოიძე აცხადებს, რომ "პროტესტის საბოლოო დეტალებზე, ახლა აქვს შეხვედრა" და შეხვედრის შემდეგ გააკეთებს განცხადებას.
"პოლარიზებული გარემო კი არ არსებობს, არსებობს რეჟიმი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა იყოს, ნამდვილად ჩატარდება, ესენი დიდხანს ვერ შეძლებენ შეინარჩუნონ ძალაუფლება, ამიტომ საქართველოს მოქალაქეების ნება, რასაც გულისხმობს თავისუფალი არჩევნები, დარწმუნებული ვარ, მასობრივი პროტესტით იქნება მიღწეული. რაც შეეხება ახლა მთავარ საკითხს - გადასარჩენია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე,"- განაცხადა დეკანოიძემ.
(ipn)
