შეზღუდვებზე ნამდვილად არაა საუბარი. პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მსოფლიოში შეცვლილია და მათ შორის ჩვენთანაც - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ლოკდაუნის გამოცხადება და ტრანსპორტის შეზღუდვა არ განიხილება.
"შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას ე.წ. ლოკდაუნები, ტრანსპორტის შეჩერება, ჩაკეტვები – ნამდვილად გიდასტურებთ, რომ არ განიხილება. განიხილება ე.წ. არაპირდაპირი დისკომფორტის, ანუ მწვანე ბარათის შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და იმ ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ: პირბადე, სოციალური დისტანცია და დიდ შეკრებებზე თავის არიდება, დავიბანოთ ხშირად ხელები და წავიდეთ ავიცრათ" - განაცხადა გამყრელიძემ.
(report)
