პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ 7 ნოემბერს დაანონსებული აქცია არ იქნება.
"შეგვეშალა, არ შეიძლება, 7-ში აქცია არ იქნება", - დაწერა ხოშტარიამ Facebook-ზე.
მისივე თქმით, უცნობია, როდის გაიმართება თბილისის მასშტაბური აქცია.
"7-ში რომ არ იქნება, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, როდის იქნება დავაზუსტებ", - წერს ელენე ხოშტარია.
