ამასთან, როგორც ექიმმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და უარს ამბობს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე, არაუშავს.
პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში. წნევის ცვალებადობა არის.
ამ წუთში ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, მაგრამ შესაძლოა, 10 წუთში საჭიროება იყოს", - განაცხადა ყიფშიძემ.
(Report)
