როგორც შესვლის წინ ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, ის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა.
ასევე, მან აღნიშნა, რომ ხვალ, სავარაუდოდ, კონსილიუმი გაიმართება.
„რეანომობილი რომ დგას ძალიან კარგია. დაგვეხმარება თუ რამე საჭირო იქნა. საავადმყოფოს შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით.
კონსილიუმი მუშაობს. მუშაობენ გეგმაზე, რა უნდა მოხდეს შემდეგ, რა უნდა მიეცეს ავადმყოფს და ა.შ.
მე რამდენადაც ვიცი, კონსილიუმი ხვალ იკრიბება", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
(ipn)
