ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში 50 წლამდე მამაკაცს ესროლეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
(ipn)
