InterPress.ge იუწყება, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW– ს მარკის ავტომობილმა ჯერ დაეჯახა Mercedes– ის მარკის ავტომობილს, შემდეგ კი Lada– ს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდნენ "Lada" ს მარკის მანქანის მძღოლი და მგზავრები. არსებული ინფორმაციით, მძღოლის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო მაშველები, სასწრაფო დახმარება და პოლიცია.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
