"გადაცემის რისკი ზაფხულშიც კი ძალიან მაღალია, აგვისტოში ამაში დავრწმუნდით და წარმოიდგინეთ ზამთარში ეს რისკები როგორ იზრდება, როცა უმრავლესობა ჩაკეტილია. ჩაკეტილი სივრცეები ბევრია და აცრები დიდად არ მომატებულა ზაფხულის მერე.
ამიტომ ჩვენ, ყველანაირი გათვლებით, ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვირუსის ამთვისებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დაავადება, ისევე როგორც წითელა და ჩუტყვავილა რომ მოედება ყველას, ვინც არ არის იმუნური, ყველას იპოვის და ყველას დაემართება. არავინ იფიქროს, რომ ვინმე კორონას გადაურჩება," - განაცხადა პაატა იმნაძემ "დღის კურიერის" ეთერში.
