"თავისუფლება მიშას", - ამ ლოზუნგით რეგიონებიდან მომავალი კოლონების ნაწილმა თბილისში მოიყარა თავი.
მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ თბილისში დარჩენას და აქციის გამართვას იქამდე აპირებს, ვიდრე ციხიდან არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი.
ამ დროისთვის რესპუბლიკის მოედანზე უკვე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
(Report)
