საპენსიო უზრუნველყოფა - 2 885.0 მლნ ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია მათ შორის საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შესაბამისად, ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით პენსიის გადაანგარიშებით.
აღნიშნული კანონის მიხედვით 70 წლამდე პირთა პენსია უნდა გაიზარდოს ბოლო 12 თვის ინფლაციის საშულო მაჩვენებლის, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად იანვრიდან ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 20 ლარით და მისი მოცულობა განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით.
ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია უნდა გაიზარდოს 6,7%-ით. ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებულია 25 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით.
"პენსიის ზრდის შესაბამისად იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები, რომელთა კომპენსაციის დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს)" , - აღნიშნულია დოკუმენტში.
(report)
