"საერთო გამარჯვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან, მაგრამ მალე თავისუფლებაზე!" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იცოდა რაზე მიდიოდა და ეს თავდადებული ნაბიჯი მან შეგნებულად გადადგა.
ნიკა მელიამ ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძვის და არა ვინმეს დამარცხებისთვის.
(Mtavari)
