ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამის მიღწევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.
„ჩვენს გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, ხედვა. ვიცით თუ როდის გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ. მთავარი მინდა ვთქვა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა მოიტანა ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. მანამდე იყო ომები, შიდა არეულობა, კონფლიქტები და მუდმივი დესტაბილიზაცია. შესაბამისად, ვისაც გსურთ, რომ გაგრძელდეს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, უნდა დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ და ვისაც სურს რომ ისევ კრიმინალები და მაფიოზური დაჯგუფება მართავდეს ქვეყანას - ალტერნატივას გვთავაზობს ბატონი სააკაშვილი“, - განაცხადა პრემიერმა.
(imedi)
