Facebook-მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ მოპოვებული გამარჯვება".
"მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით, საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს არ გადარჩენა გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა ნება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილმა Facebook მიმართვის კომენტარში თვითმფრინავის ბილეთის ფოტოც დადო:
.jpg)
