"მინდა, აზერბაიჯანულ დიდ სოფლებში იყოს კარგი ბაღები, სკოლები, მინდა ბავშვები იყვნენ ინტეგრირებული და ქართული კარგად იცოდნენ".
InterPress.ge იუწყება, რომ ამის შესახებ ქართული ოცნების დმანისის მერობის კანდიდატმა, კობა მურადაშვილმა განაცხადა.
"მინდა, აზერბაიჯანულ დიდ სოფლებში იყოს კარგი ბაღები, სკოლები, მინდა ბავშვები იყვნენ ინტეგრირებული და ქართული კარგად იცოდნენ. დავეხმარები, რომ მათი შვილები იყვნენ წარმატებულები. ჩვენი მოძმე აზერბაიჯანელების ინტერესების დასაცავად მაქსიმუმს გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ისინი გრძნობენ ჩემ დამოკიდებულებას, განცდას, გრძნობენ ჩემ სიყვარულს და მხარს დამიჭერენ", - განაცხადა მურადაშვილმა.
