როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
"დადებითობის მაჩვენებელი სხვადასხვა რეგიონში არაერთგვაროვანია, თუმცა, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ თარიღში დაიწყება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში 4 ოქტომბრიდან უნდა განახლდეს.
(report)
