ავარია რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
ინფორმაციით მაგისტრალის თბილისის მონაკვეთზე ერთმანეთს "მერსედესი"-ს მარკისა და "ფორდი"-ს მარკის მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი მოსრიალდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის შედეგად არიან დაშავებულები, პაციენტების გადაყვანა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში მოხერხდა.
(inforustavi)
