აღმოსავლეთ საქართველოში 23 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრამდე დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში წვიმას ვარაუდობენ, ტემპერატურა დაიკლებს და +17-დან +23 გრადუსამდე იმერყევებს.
წვიმას და ტემპერატურის კლებას ვარაუდობენ სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოშიც. 1-ოქტომბრის ჩათვლით უმეტესად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +17-დან +21 გრადუსამდე დაფიქსირდება.
მაღალ მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა +5-დან +14 გრადუსამდე დაფიქსირდება. მესტიაში თოვლჭყაპსაც ელოდებიან.
(report)
