წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულის მერობის კადიდატი, კენან ომაროვი, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრებს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და მარნეულში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.
„ზემო და ქვემო ყულარის წყალმომარაგების მასშტაბური სამუშაოები, სკოლის რეაბილიტაცია, გზების მოწყობისა და გარე განათების მონტაჟი - ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო დროს აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. მე ვიქნები მარნეულელების გვერდით, რაც იმის გარანტია იქნება, რომ ყველა მიმდინარე პროექტი წარმატებით დასრულდება და მომავალში ახალ, უფრო მასშტაბურ პროექტებს განვახორციელებთ“, - განაცხადა კენან ომაროვმა.


