დედის თქმით, ჯავიდ ალიევს მარნეულში მიკროავტობუსით ხალხი დაჰყავდა, ერთი მგზავრი კი თანხას არ იხდიდა, მას შემდეგ კი როცა მძღოლმა თანხის გადახდა მოსთხოვა, ის სასიკვდილოდ გაიმეტეს.
"ჩემი შვილი 20 ლარის გამო მოკლეს. ჯავიდს მარნეულში მიკრო ავტობუსით ხალხი დაჰყავდა. ერთი მგზავრი ხშირად დადიოდა ამ მარშუტით და ფულს არ იხდიდა, ჩემმა შვილმა ჰკითხა, როდემდე აპირებდა უფასოდ მგზავრობას და როდის გადაიხდიდა თანხას, ის გაბრაზდა და მარნეულში თავის ძმებს უთხრა, ჯავიდი ჩემგან ფულს ითხოვსო. მათ ჩემი შვილი ამის გამო გაიტაცეს და მოკლეს, შემდეგ წყალში ჩააგდეს. ვიცი, ვინც არიან მკვლელები, ისინი ჩემ შვილს კარგად იცნობდნენ და მეგობრობდნენ", - ყვება მოკლულის დედა "მთავარ არხთან".
