„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მარნეულის მერობის კადიდატი, კენან ომაროვი, კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა.
შეხვედრებს მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი და მარნეულში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ.
„აღსანიშნავია, რომ კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
გამოვყოფდი სასმელი წყლის ქსელის მშენებლობის ფართომასშტაბიან პროექტს. კაპანახჩის სოფლებში გამოწვევად რჩება სარწყავი წყლის საკითხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი კვლავ მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით დაგეგმავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს“, - განაცხადა კენან ომაროვმა.
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
