აქედან ექსპორტი 2 610.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (26.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 6 072.7 მლნ. აშშ დოლარს (20.7%-ით მეტია).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში, 3 461.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9%-ია.
2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (421.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (377.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (347.0 მლნ. აშშ დოლარი).
