როგორც მან ვებინარზე აღნიშნა, ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი დაინფიცირებულთა რიცხვს სჭარბობს და აქტიური შემთხვევების რაოდენობაც იკლებს. მისი განმარტებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობაც შემცირდა. „ჯერჯერობით სტაბილიზაციისკენ ტენდენცია არის, მაგრამ საქართველოსთვის 2 ათასი შემთხვევაც ბევრია. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ის წესი დავიცვათ, რაც არის რეკომენდებული, რომ როგორმე სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდეს. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს ტემპი დღემდე კარგი იყო“, - განაცხადა გამყრელიძემ.მისი თქმით, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
„პირველ ადგილზე ადმინისტრირებადი ვაქცინებით არის „ფაიზერი“, შემდეგ „სინოფარმი“, შემდეგ „სინოვაკი“ და შემდეგ „ასტრაზენეკა“. 4 ვაქცინა ადმინისტრირდება დღეს ქვეყანაში. ვაქცინაციის დღიური რიცხვის კლება გვაქვს, რაც კარგი არ არის. 30-35% ჯავშნის გარეშე მიდის ასაცრელად, რაც კარგია. კიდევ და კიდევ უნდა გაიზარდოს აცრის მაჩვენებელი. პანდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. რაც უფრო სწრაფად ავცრით კრიტიკულ პაციენტებს, მით უფრო მალე შევაჩერებთ პანდემიას“,-განაცხადა გამყრელიძემ.
(ipn)
