კონტაქტიჩვენ შესახებ—
ბოლო:
არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანააარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებასაკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სხდომა ხვალ, 11:00 საათიდან განახლდებამიხეილ სააკაშვილი - ახლა არავის გარიყვის დრო არ არის, 2024-ში რომ დაეჯერებინათ ჩემთვის და ერთი ცენტრით გავსულიყავით, ივანიშვილი აღარ იარსებებდაირაკლი კობახიძე - განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, ამიტომ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ამოცანაა
TVლაივი

ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის სიძლიერე გადის ვაქცინაციაზე

55
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის სიძლიერე გადის ვაქცინაციაზე
მოსასმენად დააჭირეთ

ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივისწრაფვით, რომ ეტაპობრივად, ქვეყანამ შეძლოს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი და…

ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სწორად მართვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივისწრაფვით, რომ ეტაპობრივად, ქვეყანამ შეძლოს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს იმპორტირებული საქონელი და ამას სჭირდება ძალიან თანმიმდევრული, სწორი მუშაობა და სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას ტურიზმის მიმართულებით აქვს ძალიან ამბიციური გეგმები.

„ყველა მუნიციპალიტეტზე იქნება სწორად მორგებული, სწორად დამუშავებული გეგმები და პროექტები. მათ შორის, ჩვენ აღვადგენთ ყველა ძველ კურორტს და ასევე, ახალ ტურისტულ ცენტრებს შევქმნით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ქვეყანაში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი დამსვენებელი ჩამოვიდეს. ჩვენ წელს გვაქვს საკმაოდ პოზიტიური დინამიკა ამ მიმართულებით.

მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ახლა, რაც მართლაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში და მათ შორის, ევროპის მასშტაბითაც. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გახსნილიყო, სწრაფად მომხდარიყო ეკონომიკის აღდგენა, თუნდაც ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფი ტემპებით. დაახლოებით მილიონ-ნახევარი ვიზიტორი გვყავდა ჩვენ წელს უკვე და რაც მთავარია, ამ მიმართულებით გავაკეთეთ ყველაფერი, იმისთვის, რომ არ დაკეტილიყო ქვეყანა. ამისთვის შემოვიტანეთ ვაქცინებიც, მილიონობით ვაქცინა შემოვიდა, ყველა სახის, იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი და მთავარი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის სწორედ არჩევანის მიცემა, არჩევანის შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა აძლევ არჩევანს მოქალაქეს და თავად ირჩევს, თავად წყვეტს, რა უნდა გააკეთოს - გაიკეთოს ვაქცინა, თუ არ უნდა გაიკეთოს, როგორი ტიპის ვაქცინა უნდა გაიკეთოს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ გვინდა ეს, თუ არ გვინდა, მართლაც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა და სიძლიერე გადის სწორედ ვაქცინაციაზე, ამიტომ, ჩვენ ეს განსაცდელი უნდა ვმართოთ, ერთად უნდა გავიაროთ ეს პროცესი და ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. სიტუაცია, რა თქმა უნდა, მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვეშვათ. საჭიროა მაქსიმალურად მობილიზება, იმისთვის რომ ეს განსაცდელი ჩვენ, ყველამ ერთად გავიაროთ. ეს თვე არის საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სიტუაცია მშვიდდება და სტაბილურდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მერვე არჩევნებში გაიმარჯვოს დამაჯერებლად.

„ბუნებრივია, ჩვენ სრულ მობილიზაციას ვაცხადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მერვე არჩევნებში გაიმარჯვოს დამაჯერებლად და ძალიან ღირსეულად, ისე როგორც არის ჩვენი სტილი და ჩვენი ხელწერა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს, ჩვენი მერები იმარჯვებენ ყველგან და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ჩვენ არავის არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

(ipn)

შეაფასეთ
სტატიის ავტორიხუმაია მამედოვი

სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამიამ თავადვე აღიარა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი 2024 წლის ივნისში თავად შეაჩერა. აღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ნაწარმოები კამპანია სიცრუე იყომარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრესისრაელის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი 57 მანდატს მოიპოვებსშალვა პაპუაშვილი - ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, გამოვიყენოთ საუკეთესო ტექნოლოგიები, მაგრამ საბოლოოდ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ის ადამიანი, რომელიც კლასში შედის - მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაანიკა ჩერქეზიშვილი - „ლელო - ძლიერი საქართველო“ კატეგორიულად მოითხოვს სათამაშო ბიზნესის სამართლიან დაბეგვრას - სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს ამ მასშტაბის ბიზნესისთვის ახალი შეღავათების შეთავაზებაყველა სიახლე →