მე-17 თუ მე-18 შემთხვევაა, როდესაც ეს კაცი ჩამოსვლით იმუქრება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, განაჩენები, რომელიც სააკაშვილის მიმართ დადგა, აღსასრულებელია
„მიხეილ სააკაშვილისა და თაკო ჩარკვიანის ერთობლივი ქმედებები ნიშნავს ერთ რამეს - ისინი არჩევნებისთვის კი არა, არეულობისთვის ემზადებიან, ეს სცენები ბევრი გვახსოვს. მე-17 თუ მე-18 შემთხვევაა, როდესაც ეს კაცი ჩამოსვლით იმუქრება. განაჩენი, რომელიც ამ ადამიანის მიმართ, სანდრო გირგვლიანისა და სხვა საქმეებზე გამოვიდა, არის აღსასრულებელი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავება არ დაუშვას.
(imedi)
